ტყეს ყოველთვის უწოდებდნენ დედამიწის ფილტვებს.
მისი უნარი ნახშირორჟანგის შთანთქვისა და ადამიანისთვის ესოდენ აუცილებელი ჟანგბადის გამოყოფისა, ეს ბუნების იშვიათი და ფასდაუდებელი საჩუქარია, მაგრამ ტყის ხანძრების დროს, უმოკლეს დროში შეიძლება განადგურდეს მისი უდიდესი მასივები და ტყის ბინადართა პოპულაციებიც კი, ეს კი უდიდესი დანაკარგია კაცობრიობისათვის.
ყოველივე ზემოაღნიშნული კი უდიდეს ზეგავლენას ახდენს როგორც ფლორასა და ფაუნაზე, ისე ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ასპექტებზეც კი.
ვფიქრობთ, რომ მსგავსი კატასტროფების პრევენცია როგორც სახელმწიფოს, ისე მისი თითოეული მოქალაქის უპირველესი საზრუნავია სწორედ ამ მიზანს ემსახურება ტყის საშუალო და დაბალ სიმაღლეებზე მონიტორინგის სისტემა, რომელიც გამოირჩევა მოქნილობით, მობილურობით, დაბალი ფასითა და ექსპლუატაციის სიმარტივით.
მას ასევე აქვს უნარი სწრაფად და რეალურ დროში შეამოწმოს და აკონტროლოს ტერიტორიები მაღალი სატელევიზიო ვიზუალიზაციის საშუალებებით, როგორც ხილულ, ისე ინფრაწითელ დიაპაზონებში. მას ასევე გააჩნია უნიკალური შესაძლებლობები გარემოს რესურსების მონიტორინგისა ადამიანებისთვის და ტექნიკისთვის მიუვალ ადგილებშიც.
I ყოველდღიური პატრულირება და ტყის ხანძრების პრევენცია.
II კონკრეტულ ლოკაციაზე არსებული სიტუაციის ვიდეო ვიზუალიზაცია
- ხანძრის პოზიციი სწრაფი განსაზღვრა
- ცეცხლის გავრცელების მიმართულების ზუსტი განსაზღვრა
- სახანძრო ბრიგადებისთვის ზუსტი ოპტიმალური მარშრუტის შერჩევა ცეცხლის კერებამდე.
III ძებნისა და გადარჩენის ოპერაციების მანევრირებადობა, მოქნილობა და მაღალეფექტურობა
- სპეციალურად ამ ტიპის საფრენი აპარატებისათვის განკუთვნილი არაგაგრილებადი, ორარხიანი სითბური კამერები
- HD კამერა
- უმაღლესი ხარისხის ციფრული ვიდეოკამერა
- მასალების მიწოდების სპეციალური სისტემა
- დამატებით, რადიოტრანსლირება, განათება და რეტრანსლიატორი.